საკრებულოს ქართული ოცნების წევრი ფეისბუქზე ოპოზიციის ლიდერებს, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს აგინებს
თბილისის საკრებულოს ქართული ოცნების წევრი ერეკლე კუხიანიძე, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს პროვოკატორები უწოდა, სხვებსაც აყენებს შეურაცხყოფას. სხვადასხვა პოსტებში ის ოპოზიციის ლიდერებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებსაც აგინებს. დღევანდელ პოსტში მან აგინა ევროპული საქართველოს დეპუტატს, ლელა ქებურიას, რომელზეც ამტკიცებს, რომ პარლამენტში მძაფრი სუნის მქონე სითხე დაასხა.გარდა ამისა, მან გამოაქვეყნა რამდენიმე პოსტი, რომელშიც TV პირველის ჟურნალისტს ვახო სანაიას შეურაცხყოფას აყენებს მისი საქმიანობის გამო.მისი კრიტიკისა და ლანძღვის ობიექტები გახდნენ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია და გამოცემა ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილიც.საკრებულოს წევრი შეურაცხყოფას აყენებს სამოქალაქო აქტივისტებსაც, რომლებმაც თბილისის მერის ჟესტი პირდაპირ ეთერში გააპროტესტეს.კუხიანიძემ შეურაცხყოფა მიაყენა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორ გიორგი კეკელიძესაც, რომელმაც აქციის დაშლის დღეს პროტესტი მონაწილეებს ბიბლიოთეკაში თავის შეფარება შესთვაზა.
https://on.ge
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე