პროდუქტები, რომელიც ნოემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7 პროცენტი შეადგინა.
ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 6.3 პროცენტიანი ზრდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ 10 პროდუქტის ჩამონათვალს, რომელზეც ნოემბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები:
- ნიორი - 128.43%-ით;
- საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 68.29%-ით;
- წიწიბურა - 64.92%-ით;
- საზამთრო - 62.79%-ით;
- ვაშლი - 45.48%-ით;
- მსხალი - 42.65%-ით;
- ატამი - 34.85%-ით;
- მწვანილი - 34.21%-ით;
- ფორთოხალი - 31.15%-ით;
- ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი - 30.83%-ით.
https://www.bpn.ge
სიახლეები
- ტრამპმა იაპონიასა და სამხრეთ კორეას ახალი 25%-იანი ტარიფები გამოუცხადა
- “მივფრინავდი, იარაღი ჩანთაში იდო და უბრალოდ ვერ შევამჩნიე” - გიორგი რამიშვილი
- "ბიზნესის შემდეგ, მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირების ჯერი დადგა" - სალომე ზურაბიშვილი
- კიევში ადასტურებენ დრონებით შეტევას რუსეთში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე
- ლევან რატიანის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა დადებითი დინამიკითაა