„ლელო“ ხელისუფლებას მათი წევრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ ხელისუფლებას მათი წევრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
მოძრაობის ორი წევრის დაკავებასთან დაკავშირებით „ლელო“ განცხადებას ავრცელებს.
„პარლამენტთან მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის წინააღმდეგ მიმართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე, უკანონოდ დააკავეს საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” წევრები ირაკლი კუპრაძე და გიორგი ბუნტური.
საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” მიმართავს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაათავისუფლონ “ლელოს” აქტივისტები და ყველა ის უკანონოდ დაკავებული ადამიანი, ვინც დღეს დილით პარლამენტთან ჩინჩალაძის კლანის უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაკანონების წინააღმდეგ გამოდიოდა.
“ლელო” აპროტესტებს კლანური მმართველობის სამარცხვინოდ გაფორმებას პოლიციელებით გარშემორტყმულ პარლამენტში, “ლელო” აპროტესტებს მშვიდობიან მანიფესტაციებზე ადამიანების დაპატიმრებას და ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელის შეშლას. ეს უკვე გასცდა ყველა საზღვარს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროულად მოეგოს გონს და არ დაუშვას მდგომარეობის კიდევ უფრო ესკალაცია და დაძაბვა.
აქვე ვპირდებით ყველას, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამ კლანს გავუშვებთ კანონის სრული დაცვით, მოვახდენთ სასამართლო სისტემის სრულ რეფორმირებას და სასამართლოს დავაკომპლექტებთ ღირსეული და პროფესიონალი მოსამართლეებით!“, - ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.
სიახლეები
- "ეს ომი კი სულ უფრო და უფრო ემსგავსება დაუნდობელ სისხლსიმღვრელ დაპირისპირებას, ფაქტობრივად, III მსოფლიო ომის გახურებული ფაზის ეტაპია"
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- "პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, მომავალში ბირთვული იარაღის წარმოება გაგრძელდება - ტრამპმა, რომელიც მშვიდობისმყოფელ პრეზიდენტად მოვიდა, აშშ-სთვის ახალი ომი დაიწყო"
- "დღეს განსაკუთრებით ვთხოვოთ ათონელ წმინდა მამებს, ილოცონ ჩვენთვის, რომ მოვიპოვოთ გამბედაობა და დიდი სიმტკიცე ქრისტეს შედგომისა"
- "აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო" - ირანის საგარეო უწყება