ვანო ზარდიაშვილი სახელმწიფო კომპანიაში დირექტორის მოადგილედ დაინიშნა
პარლამენტში ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ვანო ზარდიაშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შვილობილ კომპანია ენერგოტრანსში დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.
ამის შესახებ On.ge-ს ინფორმაცია, სახელმწიფო ელექტროსისტემის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
ვანო ზარდიაშვილი TV პირველთან საუბრისას ამბობდა, რომ მათ კითხვებს არ უპასუხებს, რადგან საჯარო მოხელე აღარაა.
ზარდიაშვილის შესახებ
ზარდიაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება 12 ნოემბერს შეუწყდა. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია მას ე.წ. სასამართლო კლანის ნაწილად მოიხსენიებს. მისი ყოფილი თანაგუნდელი ეკა ბესელია კი ამტკიცებს, რომ ის მოსამართლეთა პირველი ათკაციანი სიის გატანას ცდილობდა პარლამენტში.
როცა ბესელიამ მოსამართლეთა სიის გამო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, განაცხადა, რომ ზარდიაშვილის გადადგომას ელოდებოდა, რადგან არ სურდა მისთვის თანამდებობის დატოვება. ამის შემდეგ დეპუტატებს შორის ურთიერთბრალდებებმა და დაპირისპირებამ იმატა. ზარდიაშვილი ამბობდა, რომ პარლამენტიდან წავიდოდა, თუ ბესელიაც იტყოდა უარს მანდატზე.
26 სექტემბერს პარლამენტში, სადაც უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატს უსმენდნენ, ბესელიასა და ზარდიაშვილს შორის კონფლიქტი მოხდა. ზარდიაშვილმა მოსამართლეების მოსმენის დროს ახსენა სიტყვები "ბესელიას მორალი", რის გამოც ბესელია მას ხელით შეეხო.
"ამ არარაობასთან არაფერი საქმე არა მაქვს. მას, რა თქმა უნდა, თავი არ უნდა გაუყადრო ადამიანმა, მაგრამ არც იმას არ ვაპირებ, ის შეურაცხყოფები რაც მესმოდა, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, გავატარო", — განაცხადა ბესელიამ კონფლიქტის შემდეგ.
მომხდარში თავის დანაშაულს ვერ ხედავდა ზარდიაშვილიც. ინციდენტის შემდეგ მან მომხდარი სექსისტურად შეაფასა, როცა ტელეკომპანია პირველის წამყვანს ჰკითხა: "როგორც ქალს და როგორც მანდილოსანს, სუსტი სქესის წარმომადგენელს, ობიექტურ ჟურნალისტს, თქვენ მოგეწონათ ბესელიას დღევანდელი საქციელი?"
გარდა ამისა, ზარადიაშვილი ამტკიცებდა, რომ ჰქონდა კომპრომატები ეკა ბესელიას წინააღმდეგ, რომელსაც საზოგადოებას წარუდგენდა. ის მიწვეული იყო ტელეკომპანია იმედის ეთერში სტუმრად ამ საკითხზე სასაუბროდ, თუმცა როგორც წამყვანმა, ნანა ლეჟავამ განაცხადა, დეპუტატმა გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე თქვა უარი ჩაწერაზე. მისი თქმით, ზარდიაშვილი კომპრომატებს ჯერ კიდევ აგროვებდა.
https://on.ge
სიახლეები
- “როდესაც შენ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან ქირაობ რეზიდენციას და ამის შემდეგ გამოდიხარ ამ პოლიტიკური პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერად, აქ კითხვები ერთიორად მძაფრდება” - ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩზე
- “საზოგადოებას აქვს სრული უფლება, იცოდეს ყველა დეტალი ამ გარიგების, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი, რომელიც ვხედავთ, რომ გამოირჩევა ოპოზიციის ქომაგობითა და მხარდაჭერით” - შალვა პაპუაშვილი ფიშერის მიერ ხაზარაძის სახლის დაქირავებაზე
- შოვის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა
- ბერძნული სალათა
- “მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი” - ტრამპი