"პროტესტის ფორმა მრავალფეროვანია, არამხოლოდ ქუჩის აქციები იქნება, არამედ იქნება სიურპრიზებიც"
„პროტესტის ფორმა იქნება მრავალფეროვანი, არამხოლოდ ქუჩის აქციები, არამედ იქნება სიურპრიზებიც და პროტესტი გაგრძელდება ვიდრე გაერთიანებული ოპოზიცია თავის შედეგს არ მიაღწევს“,
- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში საპროტესტო მსვლელობისას განუცხადა.
გოცირიძის თქმით, პროტესტი გაგრძელდება და ეს არ იქნება მხოლოდ ქუთაისში, იქნებ ყველა ქალაქსა და სოფელში.
„არავის ეპატიება ის თაღლითობა და ტყუილი, რაც ჩაიდინა ბიძინა ივანიშვილმა. ორპირად მოიქცა, ყველა გადააგდო. მოატყუა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ ყველა ჩვენი პარტნიორი, საერთაშორისო საზოგადოება. შინ თუ გარეთ, ყველას ჰპირდებოდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და მის მიერ დანიშნული პრეზიდენტი გაეროს მაღალი ტრიბუნიდანაც კი ელაპარაკებოდა ამ საკითხზე. რაც შეეხება დღეს ქუთაისში ჩამოსვლას, ერთ-ერთი მიზეზი იყო თუნადაც ის თავხედური გამოხტომები, რაც ხელისუფლების მიერ დაქირავებულმა „ზონდერპირებმა“ მოაწყვეს აქ რამდენიმე დღის წინ”,- განაცხადა გოცირიძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი