ჩარკვიანი ბურჯანაძეზე: "ეს ქალბატონი ისე გაშპა თავის ბატონთან, რომ არავინ არაფერი არ იცოდა“
"არ ვიცი - რა დავარქვა, პოლიტიკური შეცდომა, გამიზნული ვიზიტი, თუ გამიზნული პროვოკაცია, მაგრამ ასეთ სიურპრიზებს, მაიმუნობას და ასეთ თამაშს ჩემს ამომრჩეველს ვერ ვაკადრებ“, - აცხადებს „რეზონანსთან“ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, რომელმაც ნინო ბრუჯანაძის მოსკოვში ვიზიტის გამო პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შექმნილი ფორმატი დატოვა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ჩარკვიანი ბურჯანაძეზე: "ეს ქალბატონი ისე გაშპა თავის ბატონთან, რომ არავინ არაფერი არ იცოდა“
"მე ვიყავი პირადპირ ეთერში და იქ შევიტყვე ეს ამბავი. თანაც მომდიოდა მესიჯები და მეკითხებოდნე, მართალია თუ არაო? ყველა გაოცებული ვართ, რადგან, როდესაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით განგაშს ვტეხთ, თუ რა მდგომარეობაში ვართ რუსეთის მხრიდან, ასეთ ვითარებაში ეს ქალბატონი ისე გაშპა თავის ბატონთან, რომ არავინ არაფერი არ იცოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.
"ასეთ ვითარებაში რა დავარქვა ამას, არ ვიცი - პოლიტიკური შეცდომა, გამიზნული ვიზიტი, თუ გამიზნული პროვოკაცია, მაგრამ ასეთ სურპრიზებს და მაიმუნობას, ასეთ თამაშს ჩემს ამომრჩეველს ვერ ვაკადრებ. შერჩეულ ფორმატს მხოლოდ იმის გამო დავთანხმდი, რომ გვქონდა საერთო მიზანი, რასაც პროპორციული არჩევნები ჰქვია. მაგრამ რაიმე სახით პრორუსულ ძალებთან გაერთიანება ჩემთვის მიუღებელია. მე პუტინის მოწმესთან, ვისთანაც ალბათ ამბები მიაქვს, აქ რა ხდება, ამ მაგიდასთან, ან საპროტეტსო აქციებზე ვერ დავჯდები”, - დასძენს გამოცემა.
"არ ვიცი რისთვის წავიდა, ალბათ თანხების მოსაზიდად და თავის რეაბილიტაციისთვის. მე ვტოვებ ფორმატს, მაგრამ ვრჩები "გაერთიანებულ ოპოზიციაში“, ვრჩები ბრძოლაში, პიკეტირებაში პროპორციული არჩევნებს მოთხოვნით“, - განაცხადა „რეზონანსთან“ თაკო ჩარკვიანმა”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე