ოპოზიციის პროტესტი ზედმეტად რადიკალურია... ღმერთმა ქნას, ყველაფერი ჩაწყნარდეს - გიორგი ოთხმეზური
"მგონია, რომ მათი პროტესტი ნელ-ნელა ნულისკენ წავა, რადგან ხალხის მხარდაჭერა მათ ნაკლებად აქვთ", - ასე აფასებს "რეზონანსთან" ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებსა და შექმნილ კრიზისულ ვითარებას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ოპოზიციის პროტსტი ზედმეტად რადიკალურია... ღმერთმა ქნას, ყველაფერი ჩაწყნარდეს - გიორგი ოთხმეზური
"მისივე შეფასებით, ხელისუფლების მიერ დაპირების არშესრულებით გაჩენილი სამართლიანი უკმაყოფილების ზედმეტად რადიკალიზება ხდება, რაშიც დამნაშავე „ნაციონალური მოძრაობაა". „ოპოზიციის პროტესტი ზედმეტად რადიკალურია. საკმაოდ რთული მდგომარეობაა. ღმერთმა ქნას, რომ ყველაფერი ჩაწყნარდეს, ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგეს და ქვეყანა ნორმალური განვითარების გზით წავიდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
"კი, ბატონო, დაპირებასავით იყო თქმული, უნდა შესრულებულიყო და არ შესრულდა, მაგრამ განსაკუთრებულად ვინ აპროტესტებს, ამასაც ხომ აქვს მნიშვნელობა. როგორ შეიძლება ამათ გვერდით დადგომა, არ მესმის. ეს ხომ თითიდან გამოწოვილი ამბავია... მართალი ითქვა ერთი რამ - რომ როდესაც პარლამენტში თავის დროზე ეს საკითხი დადგა, „ნაციონალური მოძრაობა" და მისი განშტოება კენჭისყრაზე არ მივიდა და მაშინ კენჭისყრა იმიტომ ჩავარდა. თორემ არავითარი პრობლემა არ დადგებოდა. „დღეს მე ასე მგონია, რომ მაჟორიტარების პოტესტი გამოწვეულია იმით, რომ პროპორციულ სისტემაში მათი ადგილი არ რჩება. ხელისუფლებას უფრო მეტი უნდა ემუშავა, რომ ისინი დაერწმუნებინა, მაგრამ ამის გულისთვის ამხელა აჟიოტაჟი და ქვეყნის დაქცევა არ ღირს", -აცხადებს ოთხმეზური”, - განაგრძობს გამოცემა.
"იგი მიიჩნევს, რომ აქციის წყლის ჭავლით და სპეცრაზმის საშუალებით დაშლა ნორმის ფარგლებში იყო, რადგან, მისი თქმით, თანამშრომლებისა და დეპუტატების პარლამენტში არშეშვება ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. „მგონია, რომ ეს ნორმის ფარგლებში იყო, იმიტომ, რომ სადღაც რომ არ უშვებ, უკვე ძალადობაა. „არ მგონია, რომ ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერა ჰქონდეს. მგონია, რომ მათი პროტესტი ნელ-ნელა ნულისკენ წავა, რადგან ხალხის მხარდაჭერა მათ ნაკლებად აქვთ", - აცხადებს ოთხმეზური”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- “როდესაც შენ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან ქირაობ რეზიდენციას და ამის შემდეგ გამოდიხარ ამ პოლიტიკური პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერად, აქ კითხვები ერთიორად მძაფრდება” - ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩზე
- “საზოგადოებას აქვს სრული უფლება, იცოდეს ყველა დეტალი ამ გარიგების, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი, რომელიც ვხედავთ, რომ გამოირჩევა ოპოზიციის ქომაგობითა და მხარდაჭერით” - შალვა პაპუაშვილი ფიშერის მიერ ხაზარაძის სახლის დაქირავებაზე
- შოვის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა
- ბერძნული სალათა
- “მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი” - ტრამპი