"ქართველი ხალხი არასოდეს ყოფილა მონობისთვის გაჩენილი, არამგონია, საზოგადოებამ ამდენ ტყუილს გაუძლოს"
საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ისტორია გვკარნახობს, რომ ქართველი ხალხი არასოდეს ყოფილა მონობისთვის გაჩენილი. არამგონია, ქართველმა ხალხმა ამდენ ტყუილს გაუძლოს, - ამის შესახებ ექს-პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მეუღლემ, მაკა ჩიჩუამ პარლამენტთან განაცხადა, სადაც ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა.
როგორც ჩიჩუა აღნიშნავს, ხალხმა ეს ხელისუფლება უნდა აიძულოს, " მათი შეკვეთა შეასრულოს".
"ეს არის უკიდურესი, ბოლო წერტილი, რაც ამ მთავრობამ და ხელისუფლებამ ტყუილში გვაცხოვრა. არამგონია, ქართველმა ხალხმა ამდენ ტყუილს გაუძლოს, მოითმინოს და გადაყლაპოს და მონებად იქცნენ. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ისტორია გვკარნახობს, რომ არასოდეს ყოფილა ქართველი ხალხი მონობისთვის გაჩენილი. უკეთესი გვეკუთვნის ჩვენ. თუკი საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ ჩვენ სიყალბეში ვცხოვრობთ და არ გვაქვს პროგრესი, ყველა შემთხვევაში ბოლოში უნდა გავიდეთ და ვაიძულოთ ეს ხელისუფლება, რომ ხალხის შეკვეთა შეასრულოს", - განაცხადა ჩიჩუამ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს