ირაკლი ოქრუაშვილი - 17 ნოემბერს პარლამენტის წინ შეკრებით ივანიშვილს ხალხის ძალა უნდა ვაჩვენოთ
17 ნოემბერს ყველა ჩვენგანმა გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი პირადი მიზნები და ინტერესები და პარლამენტის წინ ქუდზე კაცის შეკრებით ივანიშვილს უნდა ვანახოთ ხალხის ძალა, - წერს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.
მისივე თქმით, საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს „ბიძინა ივანიშვილის მსგავსი თაღლითი, მატყუარა და ვირეშმაკა პოლიტიკოსი“. „თვით მისი მხარდამჭერებიც კი, გუშინწინდელ თაღლითობას მის ნიჭს მიაწერენ, როგორ ყოველთვის, თუ როგორ ოსტატურად მოატყუა ოპოზიცია და ქართველი ხალხი. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპრციული წესით ჩატარება ნიშნავდა ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას, სიღარიბის შემცირებას, ქვეყნის ხალხისაგან დაცლის შეჩერებას და ბევრ სხვა კარგ რამეს. მის დაპირებაში ყველამ ჩვენ ჩვენი ფასი გადავიხადეთ. „გავრილოვის ღამეს” მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგეს, ბევრს ტყვია და ხელკეტი მოხვდა, მე და კიდევ 18 ადამიანს ციხის ფასად დაგვიჯდა მისთვის ამ დანაპირების “გამოგლეჯა”, - აცხადებს ოქრუაშვილი.
მისივე თქმით, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეყანას ივანიშვილი უფსკრულში მიაქანებს.
„ის, ვისაც ამის გათავისება და ამ საქმეში მონაწილეობა არ სურს, მას არ ესმის და არ აინტერესებს ქვეყნის მომავალი. ან ახლა შევძლებთ ყველა ერთად დგომას და გამარჯვებას, ან დავდგებით საბედისწერო არჩევანის წინაშე - სამუდამოდ დავკარგავთ ჩვენს ქვეყანას. შემდეგ, ვაი-ვიში გვეშველება თუ არა რამე - არაფრის მომცემი აღარ იქნება“, - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს