"საჯაროდ ივანიშვილმა დეპუტატებს მოუწოდა,- პირობა შევასრულოთო"
- თქვენ კონსულტაციების დროს საგულისხმე ვერაფერი შენიშნეთ?
- თითქმის არავის სჯერა, რომ ამ დეპუტატებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, არათუ ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, უმნიშვნელო საკითხის გამოც კი შეეძლოთ წასვლა. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
- იმაში თუ ხედავთ ლოგიკას, რომ დეპუტატები "ქართული ოცნებიდან" გასვლით შესაძლოა კრიზისს მიზანმიმართულად ქმნიდნენ, რომ შემდეგ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს?
- გამორიცხავთ, რომ კრიზისი ისე გამწვავდეს, რომ მთავრობის ნდობის საკითხიც დადგეს დღის წესრიგში?
- თქვენი აზრით ვინ არის პასუხისმგებელი მოსალოდნელ მოვლენებზე, რაც კანონის ჩაგდებას მოჰყვა?
- როგორ წამოგიდგენიათ, რა შედეგს მოიტანს ეს საპროტესტო აქციები?
- ვიდრე საპროტესტო აქციაზე წამყავნი ძალა არის "ნაციონალური მოძრაობა", შედეგი არ დადგება. ხალხი ხედავს იმ სახეებს, რომლებსაც ხალხის წინაშე უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი. ეს ადამიანები სახალხო პროტესტს აფერხებენ. ფაქტია, რომ საპროტესტო აქციაზე "ქართულ ოცნებაზე" განაწყენებული მოსახლეობაც გამოდის, მაგრამ ეს მასა "ნაციონალების" გამო კრიტიკულ მასშტაბს ვერასდროს მიაღწევს...
7 - 8 ათასი კაცი არ არის ის რაოდენობა, რაც ხელისუფლებას რაიმე ნაბიჯს გადაადგმევინებს. თანაც არ მგონია, რომ ეს აქცია დიდხანს გაგრძელდეს. ამის რესურსი ამ ოპოზიციას არ აქვს. ახლა ხალხის დიდი რაოდენობის დიდი ხნით გამოყვანა მხოლოდ ახალ ძალას შეუძლია, ძალას, რომელსაც ეყოლება რამდენიმე ახალი გამოკვეთილი ლიდერი, რომელთა წარმოდგენა შესაძლებელი იქნება პარლამენტსა და ხელისუფლებაში. ვისაც, ასეთი პოტენციალი აქვს ეს არის "ლელო", თუმცა ის ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა ძლიერ პოლიტიკურ ორგანიზაციად...
- თუ საპროტესტო აქციაზე, როგორც თქვენ ამბობთ წამყვანი ძალა "ნაციონალური მოძრაობა" იქნება, თქვენ შეურთდებით საპროტესტო აქციას?
- არავითარ შემთხვევაში. დღეს რეალობა ასეთია, საპროტესტო აქციაზე ყოველი სამი გამომსვლელიდან ორი "ნაციონალია" და ტრიბუნასთან მიკროფონებს ანაწილებს ვანო მერაბიშვილის ტელევიზიის "რეალტივის" ვარსკვლავი. ჩემი ადგილი ამ ადამიანების გვერდით არ არის.
სიახლეები
- “დღეიდან წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესები ამოქმედდა - 4 ოქტომბერს გაიხსნება 3051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება” - ცესკო
- “საქართველოს ხედვა ნათელია, არ ვცდილობთ მხოლოდ ჰაბი გავხდეთ, ჩვენი მიზანია ვიყოთ მრავალფუნქციური, მრავალმიმართულებიანი ჰაბი კონტინენტების, ბაზრების, ერებისა და იდეების დამაკავშირებელი” - ირაკლი კობახიძე
- “ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიცრუეა ხაზარაძის და მისი თანაპარტიელების განცხადება, თითქოს მათ აღმოაჩინეს „ტექნიკური გაუგებრობა“ და თავადვე მოახდინეს ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების ანგარიშსწორება” - შემოსავლების სამსახური
- “ენერგომატარებლების გაიაფება ომს შეაჩერებს” - ტრამპი
- ძველი აეროდრომი ახალი მიზნებისთვის – აშშ წყნარ ოკეანეში პოზიციებს აძლიერებს