"გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია, დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს" -გედევან ფოფხაძე დაჩი ბერაიაზე
თუ შენ ჩემთან რამე გინდა, გამოდი გარეთ, - ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრს დაჩი ბერაიას მიმართა.
მას შემდეგ რაც გედევან ფოფხაძემ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე სიტყვით გამოსვლა დაასრულა, ბერაიამ მისი მიმართულებით გარკვეული რეპლიკა ისროლა, რასაც ფოფხაძის გაღიზიანება მოჰყვა. კერძოდ, ბერაიამ მას მიმართა, რომ იდეოლოგიით „ნაციონალური მოძრაობის" მხარესაა.
ფოფხაძემ დაჩი ბერაიასთან სცადა მისვლა, თუმცა უშედეგოდ.
„გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია. დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს“, - აღნიშნა ფოფხაძემ სხდომათა დარბაზში.
პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე