"ასეთ მოვლენებს, რასაც გუშინ კინოთეატრებთან ჰქონდა ადგილი, ზედმეტი დრო და ენერგია აღარ უნდა დავუთმოთ"
ასეთ მოვლენებს, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი, ზედმეტი დრო და ენერგია აღარ უნდა დავუთმოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინდელ მოვლენებს, რაც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას მოჰყვა. თალაკვაძის თქმით, ყველას აქვს უფლება ხელოვნებაში საკუთარი თავი სურვილისამებრ გამოხატოს.
პარლამენტის თავმჯდომარემ შსს-სა და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, გუშინ სამართალდამცველებმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა შეძლეს.
„ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი თავი ხელოვნებაში გამოხატოს ისე, როგორც ამას თვლის საჭიროდ. მინდა მადლობა ვუთხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენს პოლიციელებს, რომლებმაც დაძაბულობის მიუხედავად საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ძალადობის პრევენცია შეძლეს. იმ ერთეულ ფაქტებზე, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ძალადობას მიმართეს, რეაგირება იყო მყისიერი.
ვფიქრობ, დღეს უფრო მეტად მომავალზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული. საქართველოს სჭირდება სიმშვიდე, კანონის უზენაესობა და მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური დღის წესრიგი გავატაროთ. ასეთ მოვლენებს, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი, ზედმეტი დრო და ენერგია აღარ უნდა დავუთმოთ. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს და სახელმწიფო ამას გააკეთეს,"- განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ რადიკალური დაჯგუფებები ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებენ.
„ეს არის უსაფუძვლო ბრალდება. სიმართლე არის ის, რომ სახელმწიფომ საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვა. თუ რა პასუხისმგებლობა უნდა იყოს გამოკვეთილი, ეს არ არის პოლიტიკოსების გადასაწყვეტი. ამას ქვეყანაში არეგულირებს კანონი და ის ინსტიტუტები, რომელიც ამ კანონის განხორციელებაზე არიან პასუხისმგებელი", - განაცხადა თალაკვაძემ.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა