ლუკ კოფი სირიიდან გამოყვანილი ამერიკელი სამხედროების საქართველოში განთავსების ინიციატივით გამოდის
ამერიკელი პოლიტიკური მრჩეველი და აშშ-ის არმიის ვეტერანი ლუკ კოფი სირიიდან გამოყვანილი ამერიკელი სამხედროების საქართველოში განთავსების ინიციატივით გამოდის.
აღნიშნული რეკომენდაცია კოფიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
„შეთავაზება: ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, შეიძლება, საქართველოში გაიგზავნოს და გახდეს „ჰორიზონტს მიღმა“ ძალა, რომელიც სწრაფად უპასუხებს „ისლამურ სახელმწიფოს“, იმ შემთხვევაში თუ ის კვლავ გაძლიერდება“,- წერს ლუკ კოფი „ტვიტერის“ გვერდზე.
კოფის რეკომენდაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯარის განსათავსებლად ახალქალაქში მდებარე რუსეთის ყოფილი ბაზის გამოყენება შეუძლია, რომელიც სირიის ქალაქ რაქას 740 კილომეტრით არის დაშორებული. კოფის „ტვიტერის“ გვერდზე შესაბამისი რუკაც აქვს გამოქვეყნებული იმ ადგილის მითითებით, სადაც შეიძლება განთავსდნენ ამერიკელი სამხედროები და აღნიშნულია, რა მანძილით არის დაშორებული ლოკაცია სირიის ქალაქ რაქას.
„ახლა საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი“, - აღნიშნავს ლუკ კოფი.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს