პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მიერ განხორციელებული შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში ბრალდებული რამდენიმე პირის შეწყალების ფაქტზე გენერალური პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყებას მიესალმება.
აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ მძიმე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელების ფონზე, პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა ერთადერთი სწორი გზაა.
„მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.
ისეთ დროს, როცა არ წყდება ინსინუაციების და მძიმე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, ერთადერთი სწორი გზა პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა და შემდეგ სათანადო სამართლებრივი რეაგირების განხორციელებაა“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე