"რუსეთის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ფრენები შეწყვიტოს, არის დისპროპორციული და უსამართლო"
"რუსეთის გადაწყვეტილება, რომ შეწყვიტოს ფრენები საქართველოში, არის დისპროპორციული, უსამართლო და არაფრითაა გამართლებული“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბათუმში, საქართველოს პრეზიდენთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მანვე ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ და აღნიშნა, რომ მათ ღირებულებები აერთიანებთ.
„რუსეთის გადაწყვეტილება, რომ შეწყვიტოს ფრენები საქართველოში, არის დისპროპორციული, უსამართლო და არაფრით არ არის გამართლებული. ევროკავშირი ამ შემთხვევაში სოლიდარულია სრულად საქართველოს მიმართ. ჩვენ მთლიანად, კვლავ და კვლავ ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ, საქართველომ არაერთხელ აჩვენა თავისი თავდადება დემოკრატიული რეფორმების მიმართ, კანონის უზენაესობის დამყარების მიმართ. ეს ყველაფერი გრძელდება საკმაოდ მტკიცე გადაწყვეტილების საფუძველზე. სასამართლო სისტემა უფრო მეტად იპოვებს საზოგადოებრივ ნდობას, ხოლო ეკონომიკა გაცილებით უფრო მიმზიდველი ხდება უცხოური ინვესტიციებისთვის“, - აღნიშნა ტუსკმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი