ირაკლი ოქრუაშვილისა და გუბაზ სანიკიძის პასუხი სოსო რობაქიძეს
სოსო რობაქიძეს თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია, მისი სამეგობროა დღეს სასამართლო, პროკურატურა, აღმასრულებელი ხელისუფლება და თავისი პრეტენზიები შეუძლია იქ დააფიქსიროს, - ამის შესახებ ირაკლი ოქრუაშვილმა მისი პოლიტიკური გაერთიანების „გამარჯვებული ხალხი“ პრეზენტაციაზე განაცხადა.
ამით ოქრუაშვილი გამოეხმაურა ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის, განცხადებას, რომ ის ოქრუაშვილს პოლიტიკაში ყოფნას არ დააცდის.
ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, სოსო რობაქიძეს თუ მასთან შეხვედრა სურს, იცის სადაც უნდა იპოვოს.
„ამ ადამიანს თუ რაიმე პრეტენზია გააჩნია, მისი სამეგობროა დღეს სასამართლო, მისი სამეგობროა დღეს პროკურატურა, მისი სამეგობროა დღეს აღმასრულებელი ხელისუფლება. თავისი პრეტენზიები შეუძლია დააფიქსიროს იქ. ან თუ რამე უშუალო საუბარი უნდა ჩემთან, იცის სად და როგორ უნდა მომძებნოს. ტრაგიზმით მოცული ისტორიაა და შესაბამისად, ოჯახიც ძალიან დაზარებულია. სიტყვებს სწორად ვარჩევ, არ გადავიდე გარკვეულ ზღვარს, მაგრამ რაღაცებს საზღვარი აქვს,“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
„სოსოს პატივს ვცემ, მაგრამ ამის მიუხედავად, გადაწყვეტილებებს ჩვენ მივიღებთ. მას თუ რაიმე პრეტენზია აქვს, ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს მიმართოს“, - აღნიშნა სანიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მოძრაობის პრეზენტაციაზე სოსო რობაქიძე მივიდა და განაცხადა, რომ ოქრუაშვილის ადგილი არა პოლიტიკაში, არამედ ციხეშია. რობაქიძემ გუბაზ სანიკიძესაც მიმართა და სთხოვა, ოქრუაშვილის პოლიტიკურ მოძრაობას არ შეერთებოდა.
ambebi.ge
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა