ამ გვერდის ამობედვა

,,კახა, ნუ ნერ­ვი­უ­ლობ, ჩვენ ხალ­ხთან მის­ვლა არ გვი­ჭირს"- გიორგი ვაშაძე

,,კახა, ნუ ნერ­ვი­უ­ლობ, ჩვენ ხალ­ხთან მის­ვლა არ გვი­ჭირს. ეს შენ­თვის არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ქუ­ჩა­ში დაც­ვის გა­რე­შე გას­ვლა“, - ასე მი­მარ­თავს “სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ლი­დე­რი გი­ორ­გი ვა­შა­ძე დე­და­ქა­ლა­ქის მერს, კახა კა­ლა­ძეს.

,,70%-იანი მხარ­და­ჭე­რა მაქ­ვსო, ამ­ბობ, არა? თუ ასე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხარ სა­კუ­თარ ლე­გი­ტი­მა­ცი­ა­ში, წა­მო­დი დაც­ვი­სა და “ფერ­ა­რის“ გა­რე­შე გა­ვი­ა­როთ თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში. ვნა­ხოთ, ხალ­ხს ვის­თან რა სათ­ქმე­ლი ექ­ნე­ბა. თან თბი­ლი­სე­ლე­ბის რე­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­საც გა­გაც­ნობ. რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს ამ­ბავს, თქვე­ნი საქ­მე დამ­თავ­რე­ბუ­ლია! მხო­ლოდ დრო­ის სა­კი­თხია, რო­დის ჩა­მო­შორ­დე­ბით ამ ქვეყ­ნის მარ­თვას", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ვა­შა­ძემ.

 ცნო­ბის­თვის, “ოპო­ზი­ცი­ის ალი­ან­სის" გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, რომ კარ­და­კა­რის პრინ­ცი­პით მო­სახ­ლე­ო­ბას შეხ­ვდნენ, დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და: “ვა­შა­ძემ ან მსგავ­სმა ტი­პა­ჟებ­მა რა კარ­და­კარ უნდა ია­რონ, ვის­თან უნდა მი­ვიდ­ნენ, რაზე უნდა ისა­უბ­რონ? თუ რა­ი­მე უბე­დუ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და და­მარ­თო­და ხალ­ხს, ყვე­ლა­ფე­რი და­მარ­თეს, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყ­ვნენ - პო­ლი­ტი­კუ­რი მო­მა­ვა­ლი არ აქვთ".
წაკითხვა 16 ჯერ