,,ახლა ბლაჟევიჩი ატრენინგებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, იმისთვის, რომ ქვეყანაში მორიგი რევოლუცია დაგეგმონ"- ლევან მაჭავარიანი
,,ახლა ბატონი ბლაჟევიჩი ატრენინგებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათთან დაახლოებულ ჯგუფებს, იმისთვის, რომ ქვეყანაში მორიგი რევოლუცია დაგეგმონ,” – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„ვადევნებთ თვალს როგორ მეორდება ის სცენარი, რომელიც ნაცნობია ჩვენთვის. ეს იყო აკერმანის სცენარი, შემდეგ კანვასის ტრენინგები, მაკკეინის ინსტიტუტის ტრენინგები და კონკრეტული გზამკვლევი, რაც ოპოზიციას გადასცეს და სადაც რევოლუციური სცენარი იყო გაწერილი. ახლა ბატონი ბლაჟევიჩი მოგვევლინა ანალოგიურ აქტორად, რომელიც ატრენინგებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათთან დაახლოებულ ჯგუფებს, იმისთვის, რომ ქვეყანაში მორიგი რევოლუცია დაგეგმონ. სუს-ი ამის შესახებ ყველა ინფორმაციას ფლობს. სუს-ი, შსს, სხვა ძალოვანი უწყებები მოწოდების სიმაღლეზეა და არავის მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
სიახლეები
- ,,კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს"- გიორგი ვაშაძე
- ,,კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს"- გიორგი ვაშაძე
- „დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს“- მიხეილ სარჯველაძე
- „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი 8 პარტია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ალიანსის პრინციპებს ეწინააღმდეგება
- ,,ადგილობრივი აგენტურა რომელიც ყოველწლიურად გადატრიალების სცენარებს ახორციელებს, გარე ძალებს ექვემდებარება"- ნინო წილოსანი