ამ გვერდის ამობედვა

,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით

მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ მოხდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს.

მისი თქმით, შესაძლოა, „რევოლუციურად საოცარი რამ“ მოხდეს.

„თუმცა, ახლა, როდესაც სრული და ტოტალური რეჟიმის ცვლილება გვაქვს, სადაც განსხვავებული, უფრო ჭკვიანი და ნაკლებად რადიკალიზებული გონება ჭარბობს, შესაძლოა, რევოლუციურად საოცარი რამ მოხდეს, ვინ იცის? ამას ამაღამ გავიგებთ, ეს მსოფლიოს ხანგრძლივი და რთული ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია. გამოძალვის, კორუფციისა და სიკვდილის 47 წელი საბოლოოდ დასრულდება. ღმერთმა დალოცოს დიდი ირანელი ხალხი!“- წერს ტრამპი.

წაკითხვა 222 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 07 2026