,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
,,ამ ხალხმა მგონი ჭკუა ვერ ისწავლა. სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და ცხვირ აწეულები საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება და ჰგონიათ, რომ მათ ქართველი ხალხი ხელისუფლებას გააკარებს?!” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ხელისუფლებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
„ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაციას ვაკვირდებით. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ფრაგმენტებად იყო დაშლილი კვლავ დაუბრუნდა თავის საწყისებს – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და დღეს ვუყურებთ ამ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მთლიანი სახით, რომელმაც დაიბრუნა თავისი უწინდელი სახე, „ნაციონალური მოძრაობის“ გამორჩეული ლიდერების სახით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა: ,,ჩვენი სახით თქვენ უყურებთ შემდეგ ხელისუფლებას, ამის თქმის არც მრცხვენია და არც მეპრობლემება.”
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს