,,რუსეთის ფედერაციას ვერაფერი მოუხერხა და ახლა ორბანს ემუქრება"- გურამ მაჭარაშვილი
,,რუსეთის ფედერაციას ვერაფერი მოუხერხა და ახლა ორბანს ემუქრება,”- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
„ზელენსკი თურმე ამ დროს იცლის იმისთვის, რომ ერთი რომ ერევა სხვა ქვეყნის არჩევნებში – უნგრელი ხალხის ნაცვლად თურმე ზელენსკიმ უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება იქ ხელისუფლებაში. ცხენს ვერაფერი დააკლოო და უნაგირს მიადგაო, ქართული გამოთქმაა. რუსეთის ფედერაციას ვერაფერი მოუხერხა და ახლა ორბანს ემუქრება. ეს არის რეალური სახე, თუ როგორ ასრულებს ეს ადამიანი „გლობალური ომის პარტიის“ დავალებებს. უკრაინა და მოლდოვა საქართველოსთან მიმართებაში წინ რითაც იყვნენ, სამწუხაროდ ეს არის ომი, კორუფცია და ჩამოშლილი ეკონომიკა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ „ევროკავშირში ორბანი არ დაბლოკავს 90 მილიარდს ან პირველ ტრანშს ამ 90 მილიარდიდან და უკრაინელ მეომრებს ექნებათ იარაღი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ბიჭებს მივცემთ – დაე, დაურეკონ მას და თავიანთ ენაზე ელაპარაკონ“.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს