"რაც უნდა მოხდეს, აშშ უზრუნველყოფს მსოფლიოსთვის ენერგორესურსების თავისუფლად მიწოდებას" - დონალდ ტრამპი
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ "რაც უნდა მოხდეს, აშშ უზრუნველყოფს მსოფლიოსთვის ენერგორესურსების თავისუფლად მიწოდებას".
"აშშ-ის განვითარების ფინანსურ კორპორაციას ვუბრძანე, ძალიან გონივრულ ფასად წარმოადგინოს პოლიტიკური რისკების დაზღვევა და ფინანსური უსაფრთხოების გარანტიები მთელი საზღვაო ვაჭრობისთვის, განსაკუთრებით - ენერგორესურსებისთვის, რომლებიც სპარსეთის ყურეზე გადის. ეს ხელმისაწვდომი იქნება საზღვაო გადაზიდვის ყველა ხაზისთვის..."
ირანი აცხადებს, რომ ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე, რომელიც წლიურად მსოფლიო ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მეხუთედს ატარებს. ჰორმუზის სრუტეში გატარებული ნავთობის ძირითად მომხმარებლებს შორის არის ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო