“არაერთი შემთხვევა გვინახავს, როცა დიპლომატები ნეგატიურ როლს თამაშობენ ქვეყნებს შორის გაჩაღებულ არასწორ პროცესებში იმის ნაცვლად, რომ გაუგებრობების აღმოფხვრას ემსახურებოდნენ” – წილოსანი
“იმედისა“ და „პოსტვის“ დასანქცირება არის თავისუფალ მედიაზე თავდასხმა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, „იმედზე“ თავდასხმით გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ქართველ ხალხს სიმართლესა და თავისუფალ სიტყვაზე წვდომა შეუზღუდონ.
“ეს არის ქართველი ხალხის დასანქცირება. რატომ დასანქცირდა ეს არხები, ამის საუკეთესო ახსნას იმ ჟრიამულში ვხედავთ, რასაც აგენტურა, რადიკალები აწარმოებენ. დიდი ალბათობით, უკრაინის გავლით, სწორედ მათი მხრიდან იყო გაგზავნილი მოთხოვნა, რომ „იმედი“ და „პოსტივი“ დაესანქცირებინათ, რათა ამოიკეტოს სიმართლის თქმის საშუალება. როგორც ჩანს, ადამიანის რესურსი, რომ უტიფარი იყოს, განუსაზღვრელია. ვერ წარმომიდგენია, დიდი ბრიტანეთის ელჩმა მტკიცება დაიწყოს, რომ დასანქცირების საფუძველი არის ის, რაც წერია ან ამ საფუძველს ეთანხმება, თუმცა, არაერთი შემთხვევა გვინახავს, როცა დიპლომატები ნეგატიურ როლს თამაშობენ ქვეყნებს შორის გაჩაღებულ არასწორ პროცესებში იმის ნაცვლად, რომ გაუგებრობების აღმოფხვრას ემსახურებოდნენ“, – განაცხადა წილოსანმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე