,,სანქციებისკენ ჩვენ მოგვიწოდებდნენ და სტატისტიკა რომ აიღოთ, ევროკავშირმა რუსეთთან ნავთობპროდუქტების ექსპორტში ვაჭრობაში რეკორდები მოხსნა” – ირაკლი ზარქუა
,,დიდი ხანია, ქართულმა საზოგადოებამ იცის გერმანიის ელჩის ფარისევლობა – მისი ორმაგი სტანდარტი, დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, რომ ჩვენ შესაწირი ზვარაკი ვგონივართ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მან საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების ერთობლივ სტატიასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის წარმომადგენლების პოზიციები მოისმინეთ – უკრაინაში ომი დანარჩენი ევროკავშირის უსაფრთხოებაა. ეს იმაზე მეტყველებს? ვიდრე ომი გრძელდება და რუსეთი უკრაინაში დაკავებულია, ჩვენ აქ არაფერი გვემუქრებაო. ეს არის მათი მიდგომა. ამისთვის იყო ის ყველაფერი, რომ უკრაინასა და საქართველოს რუსეთი უნდა შეგვეკავებინა, რომ ესტონელი, ლატვიელი და დანარჩენი ევროპა გადარჩენილიყო. სანქციებისკენ ჩვენ მოგვიწოდებდნენ და სტატისტიკა რომ აიღოთ, ევროკავშირმა რუსეთთან ნავთობპროდუქტების ექსპორტში ვაჭრობაში რეკორდები მოხსნა, რუსეთს ბიუჯეტში 300 მილიარდზე მეტი შეუვიდა ნავთობპროდუქტებით ვაჭრობაში. ხალხო, ლატვიამ რუსეთთან ღვინით ექსპორტში გადაგვასწრო. ეს ხომ მონაცემებია, ვის ატყუებენ? ვის ეუბნებიან, ამ სისულელეებს? ლატვიამ ჩვენ, ღვინის სამშობლოს რუსეთთან ექსპორტში გადაგვასწრო და ეს ხალხი ჩვენ რაიმეს მოგვიწოდებს? ეს არის მათი მორალი, ორმაგი სახე, უსამართლო მიდგომები“, – აღნიშნა ზარქუამ.
ცნობისთვის, საქართველოში საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს, რომელშიც ნათქვამია: „მტკიცება, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა ან დიდმა ბრიტანეთმა მოუწოდეს საქართველოს ამ კონფლიქტში მეორე ფრონტის გახსნისკენ, მცდარია და წარმოადგენს დეზინფორმაციას“.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე