"ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ 5-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდეს უმუშევრობა ქვეყანაში" - ირაკლი კობახიძე
მეოთხე კვარტლის მაჩვენებელი უმუშევრობის არის 3,3 პროცენტი, კვარტალურ ჭრილში ეს არის რეკორდული მინიმუმი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წლევანდელ წელსაც ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ უმუშევრობა კიდევ უფრო მეტად შემცირდეს ქვეყანაში.
„ზოგადად ოპტიმალური მაჩვენებელი არის 3-დან 5%-მდე და ვფიქრობთ, რომ ამ მაჩვენებლის მიღწევა არის შესაძლებელი რამდენიმე წელიწადში. ამისათვის საჭიროა ეკონომიკური ზრდა, სწორედ ამას ემსახურება კონკრეტული ეკონომიკური ინიციატივები, საინვესტიციო პროექტები, რომლებიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ 5-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდეს ჩვენს ქვეყანაში უმუშევრობა, რაც არის აბსოლუტურად რეალური. სამ წელიწადშიც კი შეიძლება ასეთი შედეგის მიღწევა. ექსპორტის გაზრდა არის ასევე მნიშვნელოვანი. ჩვენი პროდუქციის წახალისება, ქვეყნის გარეთ გატანის წახალისება და იმპორტ-ექსპორტის ბალანსის გაუმჯობესება, აქაც მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი