ამ გვერდის ამობედვა

"ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია - სადებატო არაფერია" - „გახარია საქართველოსთვის“

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ უარს აცხადებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შეთავაზებაზე, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ დებატებში.

ამის შესახებ განცხადებას პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათი განმარტებით, ევროინტეგრაცია საქართველოს ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანია და არა დებატების საგანი.

„ევროინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული და კონსტიტუციური არჩევანი, რასაც საქართველოს მოსახლეობა ურყევად უჭერს მხარს.

შესაბამისად, სადებატო არაფერია!“, - ნათქვამია განცხადებაში.

წაკითხვა 96 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 14 2026

სიახლეები