,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკუზიურ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მხრიდან გერმანიის მთავრობისადმი კრიტიკას.
მისი თქმით, პაპუაშვილი გერმანიაში 4 წლის განმავლობაში გერმანიის ხელისუფლების სტიპენდიით სწავლობა, შემდეგ კი 17 წელი გაატარა გერმანიის განვითარების თანამშრომლობის ტექნიკური იმპლემენტაციის სააგენტოსთან, რომლის პროექტები ასევე გერმანიის მიერაა დაფინანსებული.
„მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში გერმანიის ფედერალური ხელისუფლების მიერ გაცემული სტიპენდიით, შემდეგ მან გაატარა 17 წელი GIZ-თან, რომელიც არის გერმანიის განვითარების თანამშრომლობის ტექნიკური იმპლემენტაციის სააგენტო და GIZ-ის განვითარების პროექტები საქართველოში დიდწილად დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური ხელისუფლების მიერ. ასე რომ, 4 წელს დამატებული 17 წელი, ჯამში გვაძლევს 21 წელს, სწორედ ამდენი იყო ბატონი პაპუაშვილი გერმანულ ანაზღაურებაზე. ის 48 წლისაა. 21- 48, დამატებითი კომენტარი არ მაქვს ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ფიშერმა.
რაც შეეეხება „ქართული ოცნების“ ლიდერების, განსაკუთებით კი შალვა პაპუაშვილის მხრიდან ბრალდებებს უშუალოდ ელჩის მიმართ, ფიშერი ამბობს, რომ „გარე ძალებთან“ დაკავშირებით საქართველოში არსებული ნარატივის გამო მას „განტევების ვაცად“ იყენებენ.
„ამ ქვეყანაში არსებობს გამოგონილი ნარატივი, ამბავი იმის შესახებ, რომ არსებობს „გლობალური ომის პარტია“- ის არ არსებობს! „დიფ-სთეითი” – არ არსებობს, რომელსაც სურს საქართველოს დაზიანება. ეს ყველაფერი მართალი არ არის. სიმართლე ამის საპირისპიროა – ევროპა იყო და იქნება საქართველოს მეგობარი! ვიმედოვნებ, რომ ქართველები იაზრებენ ამას და არ სჯერათ გამოგონილი ნარატივის. ჩვენ ვისაუბრეთ მანიპულაციურ ტექნიკებზე. ეს ასევე არის ტექნიკა, ეს ისეთივე ძველია, როგორც ისტორია – შექმნა უცხო „განტევების ვაცი“, გარე მტერი და ყველაფერი შეიძლება დაჰბრალდეს ამ გარე მტერს. მე ვარ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩი, ჩვენ ევროკავშირის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული სახელმწიფო ვართ. ჩვენ ევროკავშირის უდიდესი ეკონომიკა ვართ. ჩვენ მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ეკონომიკა ვართ. და ვფიქრობ, ჩანაწერები აჩვენებს, რომ შესაძლოა, აშშ-სთან ერთად, ჩვენ ვიყავით საქართველოს საუკეთესო მეგობარი და პარტნიორი ისტორიის განმავლობაში, იქამდეც კი სანამ აშშ აქ 1918 წელს ჩაერთვებოდა. ამგვარად, მე ვხდები ძალადობის მსხვერპლი ამ გამოგონილი ნარატივის გამო „გარე მტრებზე“, და მიყენებენ, როგორც სასურველ „განტევების ვაცს“ და „დასასჯელ ბიჭს“, რათა ამ ნარატივში ჩამსვან. ერთ-ერთმა თქვენმა ცნობილმა პოლიტიკოსმა კი თქვა, რომ მე მხოლოდ პატარა ჭანჭიკი ვარ “დიფ-სთეითში”. სწორედ ამიტომ ვარ „გამოსადეგი“ ამ გამოგონილი ნარატივისთვის. მხოლოდ ესაა მიზეზი. საქმე ჩემში კი არა, ნარატივშია. თუმცა მე ვიტყოდი – არ გეჩვენებათ უცნაურად, რომ მსოფლიოში არსებული ყველა პოლიტიკური პარტიიდან „ქართული ოცნება“ საუბრობს „დიფ-სთეითზე”, გაუმჭვირვალე ძალებსა და არაფორმალურ მმართველობაზე? ნარატივი თითქოს იმ მიმართულებით მიდის, რომ „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენს წინააღმდეგაა“ – კიდევ ერთი ძველი ხრიკი – „ვინც ჩვენთან არ არის, ის სახელმწიფოს წინააღმდეგაა“. რა ლოგიკაა ამაში? „ქართული ოცნება“ რომ სახელმწიფოა – ეს უკვე საკმაოდ „ღრმად“ განაცხადია ჩემთვის“,- განაცხადა ფიშერმა.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს რაკეტებითა და დრონებით