ამ გვერდის ამობედვა

,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი

პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე მონაწილეობას მიიღებს პარტია „თავისუფლების მოედნის” ღონისძიებაში. სეფაშვილმა განაცხადა, რომ განათლების რეფორმის გარშემო მიმდინარე პროცესები პოლიტიკურ ნიშნებს ატარებს:

„განათლების სისტემაში მიმდინარეობს ძირეული რეფორმები და, რა თქმა უნდა, სავსებით ბუნებრივია აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ, ჩვენ რასაც ვხედავთ, პროცესები აშკარად მიდის პოლიტიკური ნიშნით” – ხაზი გაუსვა ეკა სეფაშვილმა.

მან თქვა ისიც, რომ ნინო დობორჯგინიძე აქტიურობდა გამჭვირვალობის კანონზეც, რომელიც პირდაპირ ეხმიანება ქვეყნის ეროვნულ ინტერესს.

„განათლების სისტემაში მიმდინარეობს ძირეული რეფორმები და, რა თქმა უნდა, სავსებით ბუნებრივია აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ, ჩვენ რასაც ვხედავთ, პროცესები აშკარად მიდის პოლიტიკური ნიშნით. ეს არის ქალბატონი, რომელიც ცდილობს, აკადემიური საზოგადოებისა და სტუდენტების ჩართვას იმ საკითხებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესებში, რომლებიც პირდაპირ ეხება საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს. მაგალითად, გვახსოვს მისი გამოსვლები გამჭვირვალობის კანონზე, რომელიც პირდაპირ ეხმიანება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

წაკითხვა 144 ჯერ

სიახლეები