„ნაცზონდერები” და არშემდგარი რევოლუციის ავტორები ჩემზე ავრცელებენ მორიგ ცრუ ინფორმაციას – რა მონაკო და საფრანგეთი?! აგერ, თბილისში ვარ"- ირაკლი ზარქუა
„ნაცზონდერები“ და არშემდგარი რევოლუციის ავტორები ჩემზე ავრცელებენ მორიგ ცრუ ინფორმაციას – რა მონაკო და საფრანგეთი?! აგერ, თბილისში ვარ, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის მონაკოში იმყოფება.
ზარქუა აღნიშნულს, მის წინააღმდეგ „შავი პიარის” მცდელობას უწოდებს.
„მოკლედ ნაც. ზონდერები და არშემდგარი რევოლუციის ავტორები (აკაცუკები და ძმანი მისნი) ჩემზე ავრცელებენ მორიგ ცრუ ინფორმაციას. რა მონაკო და საფრანგეთი?! აგერ, თბილისში ვარ. თბილისში! ან თუნდაც ევროპაში რომ ვყოფილიყავი და მესეირნა, ამაზე ნებართვა აკაცუკებს უნდა ვთხოვო და ნაც. ტროლებს?! მოკლედ, არ ისვენებთ და ცდილობთ, ხან ხელოვნური ინტელექტით, ხან ფოტოშოპით რაღაც სიგიჟე ფოტოები და ვიდეოები დადოთ ჩემზე და ამით შავი პიარი ამიგოროთ! თუმცა ამაოდ! ასე გააგრძელეთ სიცრუეში ცხოვრება. მე კი, დამდეგ ძველით ახალ წელს მოგილოცავთ ყველას!”, – წერს ზარქუა Facebook-ზე.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო