"უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომლის მონაწილე უნდა ვიყოთ, ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით უარს ევროპაზე"
ალიან კარგად იციან, რომ სესხის თემა ძირითადად „ბლეფია“, რთული განსახორციელებელი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, ყაველაშვილს კითხვა დაუსვეს ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ევროპული საბჭოს სამიტის მონაწილეები რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების ნაცვლად, უკრაინისთვის ერთობლივი სესხის გამოყოფაზე შეთანხმდნენ.
„ვერ მოხდა შეთანხმება გაყინული აქტივების გამოყენებასთან დაკავშირებით და ეს იყო ერთგვარი გამოსვლა ვითარებიდან. ძალიან კარგად იციან, რომ სესხის თემა ძირითადად „ბლეფია“, რთული განსახორციელებელი იქნება. პირდაპირ გაყიდულია ეს ქვეყანა. სამწუხაროდ, ასე ვითარდება პროცესები“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ამასთან, როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ, პირველ რიგში, „უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები“.
„რაც მეტად რთულდება პროცესები და კრიზისი თვალში საცემი ხდება, მით უფრო მეტ გამოწვევებს უნდა ველოდოთ. ამისთვის ჩვენ მზად ვართ, მაგრამ კიდევ მეტად მომზადებული უნდა იყოს ჩვენი საზოგადოება. ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ კრიზისებს, რომლებიც გამოწვეულია ევროკავშირში, ჩვენ ზურგს არ და ვერ ვაქცევთ, ჩვენი ინტერესები გვაქვს. ძალიან დიდი შესაძლებლობებია, უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და ამაში მონაწილე უნდა ვიყოთ. ევროპა ჩვენზე უარს ვერ იტყვის და ვერც ჩვენ ვიტყვით ევროპაზე უარს. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მივყვეთ პროცესებს. ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ჩვენს საზოგადოებას, ყველას სამართლიანი მიდგომით, ფაქტებზე დაყრდნობით გავცეთ პასუხი და ძალებს, რომლებიც საქართველოს ნებსით თუ უნებლიეთ ემტერებიან, არ მივცეთ საშუალება, ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები შეაფერხონ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"