,,ფაქტია – სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობს, ის არის ესკალაციის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და საქართველოს სუვერენიტეტის უცხოსთვის ჩაბარების ინსტრუმენტი” – შალვა პაპუაშვილი
,,სრულიად ვეთანხმები, რომ ოპოზიციური ფლანგი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ტრიალებს. ეს ასეა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი ლევან სანიკიძეს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ქართული პოლიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ტრიალებს.
„სინამდვილეში, არის ერთი დედა-პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის შვილები არიან პატარ-პატარა პარტიები. ესეც ერთ-ერთი გარედან დადგმული სცენარია, რომ ამ დაყოფითა და განაწილებით შექმნან აღქმა, თითქოს არსებობს რაღაც ალტერნატივები ოპოზიციაში. სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობა“ კვებავს ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიასა თუ ე.წ. აქტივისტებს. ამიტომაც არის, რომ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების სარჩელით, ვინაიდან ფაქტია – სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ არსებობს, ის არის ესკალაციის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და საქართველოს სუვერენიტეტის უცხოსთვის ჩაბარების ინსტრუმენტი, რომელსაც არ აქვს ადგილი დემოკრატიულ სისტემაში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს