,,საქართველო არავის თავს არ ესხმის – საქართველო თავს იცავს უსამართლო დამოკიდებულებისგან"- მაკა ბოჭორიშვილი
„იმედი LIVE“-ის ეთერში ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად, რომელიც ეხებოდა ევროკავშირის წარმომადგენლების განსხვავებულ ტონს საქართველოსა და სხვა საერთაშორისო აქტორების მიმართ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მკაფიო პოზიცია გააჟღერა.
მინისტრის განცხადებით, საქართველო პირველივე დღიდან მიუთითებდა იმ უსამართლო დამოკიდებულებაზე, რომელსაც ქვეყანა ბრიუსელის მხრიდან აწყდებოდა:
„ჩვენ ერთგვარად პირველები ვიყავით ვინც დავიწყეთ პრობლემებზე საუბარი, ვინც გავაჟღერეთ, რომ რაღაც სწორი არ არის, დამოკიდებულებაში არ არის სწორი, ვინც, ასე ვთქვათ, ხმა ავიმაღლეთ იმ უსამართლო დამოკიდებულებასთან მიმართებაში, რაც ჩვენი ქვეყნის მაგალითზე ვიხილეთ“, – აღნიშნა მინისტრმა.
აღნიშნული დამოკიდებულების თვალსაჩინო მაგალითად მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციები დაასახელა:
„სამწუხაროა, როდესაც ის ინსტიტუტები, ასე ვთქვათ, ის ორგანიზაცია, რომლისკენაც მიისწრაფვი, რის გამოც მიისწრაფვი – და ძალიან ხშირად არის ხოლმე ამაზე საუბარი და ფასეულობებზე ზუსტად აქცენტის გაკეთება – სწორედ ამ ფასეულობებს ამსხვრევს, და იმის ნაცვლად, რომ რაღაც სიმართლე, რეალობა, ობიექტურობა დაიდოს საფუძვლად, პარალელურ რეალობას ქმნის, რაღაც აბსტრაქტულ საკითხებზე საუბრობს, აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას და სიმართლეს და ასე აგებს თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელი აღმოჩნდა, და ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ამაზე დავიწყეთ საუბარი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, ასეთივე კრიტიკა დღეს უკვე ისმის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თუმცა საქართველოს მხრიდან კრიტიკა თავდასხმად შეფასდა:
„საქართველო არავის არ ესხმის თავს, საქართველო იცავს თავს უსამართლო დამოკიდებულებისგან. და ეს უსამართლო დამოკიდებულება სამწუხაროდ არაერთხელ ვიხილეთ ბიუროკრატების მხრიდან, რომლებიც ბრიუსელში არიან, სხვა დედაქალაქებშიც არიან, და გარკვეულწილად მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის პოლიტიკის ჩამოყალიბებაბში და გავლენას ახდნენენ ევროკავშირის პოლიტიკაზე საქართველოსთან მიმართებაში“, – ხაზგასმით აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს