"დავით გარეჯთან დაკავშირებით საზოგადოება ძალიან დაბნეულია და ხელისუფლების მკაფიო პოზიციას ელოდება"
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის კობა ნარჩემაშვილის შეფასებით, დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოება ძალიან დაბნეულია და ხელისუფლების მკაფიო პოზიციას ელოდება.
დეპუტატმა პარლამენტს მოუწოდა, რომ დავით გარეჯის საკითხზე სპეციალური განცხადება გააკეთოს.
"იმისათვის, რომ პროცესი იყო აბსოლუტურად განჭვრეტადი, აუცილებელია ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფო ინსტიტუტის - პარლამენტის მკაფიო დამოკიდებულების გამოხატვა. რა მანდატი აქვს კომისიას, რომელიც საზღვრის დადგენაზე მუშაობს ან იქნებ ვინმემ გაგვაგებინოს, სად იწყება პასუხისმგებლობის დიაპაზონი და სად იწყება შემდეგ უპასუხისმგებლობა.
ამ დღეებში მესმის ბევრი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერი სახის განცხადების გაკეთება შეიძლება იყოს უპასუხისმგებლობა, მოვერიდოთ ვითარების დაძაბვას. ვფიქრობ, აუცილებელია პარლამენტის მხრიდან კონსოლიდირებული პოზიციის გამომჟღავნება“, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა პლენარულ სხდომაზე.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი