"უკრაინა დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ მას არც ომის გაგრძელება და არც ომის დასრულება არ შეუძლია"- შალვა პაპუაშვილი
უკრაინა დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ მას არც ომის გაგრძელება და არც ომის დასრულება არ შეუძლია - ზუსტად ეს უნდოდათ, რომ ჩვენს თავს ეს დამართნოდა, რომ არჩევანი არ გვქონოდა და 2 ცუდი არჩევანის წინაშე დავეყენებინეთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ფრთხილ პოლიტიკას ატარებდა, როდესაც „გარე ძალები და შიდა ოპოზიცია თუ NGO-ები ომში გვექაჩებოდნენ რადგან მწარე გამოცდილებით ვიცით თუ როგორ სრულდება ასეთი ომები“.
„მაშინ, როდესაც ჩვენ გარე ძალები და შიდა ოპოზიცია თუ NGO-ები ომში გვექაჩებოდნენ, მაშინ ვთქვით, რომ „ვინ თუ არა ქართველებმა კარგად ვიცით, როგორ იწყება ასეთი ომები და რაც მთავარია, ძალიან კარგად და მწარე გამოცდილებით ვიცით თუ როგორ სრულდება ასეთი ომები“, ამიტომ იყო ჩვენი ხელისუფლება განსაკუთრებით ფრთხილი, რადგან ასეთი დამანგრეველი ომის პირზე ვიდექით. ამის საპირისპიროდ კი ჩვენ მკერდში ყალბ მჯიღის ცემას ვხედავდით და ყალბ გმირობას კომპიუტერის კლავიატურასთან, იმის გააზრების გარეშე ზოგიერთის მხრიდან, თუ რა საფრთხეებს წარმოადგენდა ამგვარი ისტერიკის დათესვა საქართველოში.
მძიმე მდგომარეობაა, ის რაც უკრაინაში ხდება. უკრაინა დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ მას არც ომის გაგრძელება და არც ომის დასრულება არ შეუძლია. ეს არის დიდი გამოწვევა - ომის გაგრძელებაც მძიმეა და ომის დასრულებაც, რადგან ჩიხშია შესული მთლიანად ეს პერიპეტიები და ომი. ზელენსკის განცხადებაც ამის დასტურია, რომ 2 ცუდი არჩევანიდან, არჩევანი უნდა გააკეთოს. ზუსტად ეს უნდოდათ, რომ ჩვენს თავს ეს დამართნოდა, რომ არჩევანი არ გვქონოდა და 2 ცუდი არჩევანის წინაშე დავეყენებინეთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"