,,ალბათ, ბრიუსელმა თავად უნდა განმარტოს, რატომ გადაწყვიტა საქართველო-ევროკავშირის დიალოგის ამ ფორმით გადადება"- ლევან მახაშვილი
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის დიალოგის ფორმატთან დაკავშირებით მხარეებს შორის იყო ზოგადი შეთანხმება, რომ ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი, რომლითაც ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ევროკავშირის მიერ მანამდე გაყინული ფორმატების აღდგენა უნდა დაწყებულიყო.
„პირველი გზავნილები ევროკავშირისგან, რომ ისინი იყვნენ დაინტერესებული ამ ფორმატით, დაახლოებით, ამ წლის დასაწყისში წამოვიდა, მაგრამ აქტიური მუშაობა უკვე ამ ფორმატზე, დაახლოებით, ექვსი თვის წინ დავიწყეთ და იყო ზოგადი შეთანხმება მხარეებს შორის, რომ ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი, მაგრამ არა ბოლო ნაბიჯი და ამით დავიწყებდით ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ევროკავშირის მიერ მანამდე გაყინული ფორმატების აღდგენას. ამიტომ, რა თქმა უნდა, მოლოდინი ჩვენი მხრიდანაც დიდი იყო, სურვილიც დიდი იყო და მოწადინებული ვიყავით ყველა, რომ აქტიურად ჩართული ვყოფილიყავით ამ ფორმატში. იყო სხვადასხვა საკითხი, ეს იყო მე-17 ფორმატი. რამდენიმე თემა იყო გათვალისწინებული, იყო სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური, უფლებები, მათ შორის, საარჩევნო ჩარჩო, მედიის გამოხატვის თავისუფლება, იყო თანასწორობა, ანტიდისკრიმინაციული კანონის განხორციელება, რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა და ასე შემდეგ. უბრალოდ კი არ მოგვაწოდეს, მთელი 6 თვე ამას დაეთმო, რომ შევთანხმებულიყავით იმ თემებზე, რა თემებზეც გვექნებოდა საუბარი ამ ფორმატის ფარგლებში. ამიტომ, ეს იყო ორმხრივი თანხმობის საგანი, სწორედ ეს თემები, მათ შორის, რაზეც ახლა ვისაუბრე. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გადაწყდა თარიღიც. დაახლოებით, თვე-ნახევრის, თუ ერთი თვის წინ გადაწყდა 21 ნოემბერიც. ევროკავშირის პოზიცია იყო და პრინციპში, ჩვენი ეს დამოკიდებულებაც ასეთი იყო, ევროკავშირი თავის დელეგაციას განსაზღვრავდა და საქართველო განსაზღვრავდა იმ დელეგაციას, რომელიც მათ კითხვებს, რაც ჰქონდათ, ყველაზე კომპეტენტურად და ეფექტიანად უპასუხებდა“, – განაცხადა მახაშვილმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს