"ანტიკორუფციული ბიუროს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაუქმების გადაწყვეტილება პიროვნებებს არ უკავშირდება"
ანტიკორუფციული ბიუროს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის და ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაუქმების გადაწყვეტილება პიროვნებებს არ უკავშირდება - ეს არის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნების ნაბიჯი! სისტემიდან ამოვარდნილი გადაწყვეტილებების მიღება გარედან იყო თავსმოხვეული, - ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
პაპუაშვილმა ამავე კონტექსტში აღნიშნა, რომ თავის დროზე ცალკე ინსტიტუტების შექმნა უცხოური ორგანიზაციების დაჟინებული რჩევა, მოთხოვნა და ზეწოლის შედეგი იყო.
“ეს იმ სამწუხარო პრაქტიკის ნაწილი იყო, რომელიც საქართველომ გამოიარა, როცა ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ მოწყობას გარედან გვკარნახობდნენ. დღეს ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარებით დაკავებულია მთავრობა და ამაში ჩართულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანტიკორუფციული სააგენტო, პროკურატურა და აუდიტის სამსახური“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი