გიორგი გახარიას სასამართლო პროცესზე ჩართვის სურვილი აქვს
გიორგი გახარიას სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის სურვილი აქვს – ყოფილი პრემიერი მზადაა პირადად უპასუხოს გამომძიებლების კითხვებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავი კურტანიძემ გახარიას აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს. ამჯერად სასამართლო ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდს იხილავს.
ახლა საინტერესოა, დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე დაცვის მხარის შუამდგომლობას და მისცემენ თუ არა გიორგი გახარიას პროცესზე ჩართვის უფლებას?
გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე 20 ივნისს და “ჩარჩანას” ეპიზოდს ეხება.
გუშინვე გაირკვა, რომ “ქართული ოცნების” ექს-პრემიერის წარდგენილ საქმეში ნანა კაკაბაძის, ვახტანგ შაქარაშვილის, კახი კახიშვილის და ვახტანგ გომელაურის ჩვენებები დევს.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე