,,ან ნაკლებად გამოცდილია, ასეთ შეცდომას რომ უშვებს, ან კიდევ მავნებელი ელჩების მეტი რა ვნახეთ"- ირაკლი ზარქუა
,,ან ნაკლებად გამოცდილია, ასეთ შეცდომას რომ უშვებს, ან კიდევ მავნებელი ელჩების მეტი რა ვნახეთ,”- ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ
საფრანგეთის ელჩის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საიდუმლო შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დასამალი თუ არაფერი გაქვს, პირადად, სახლში რატომ უნდა მიიღო რადიკალების წარმომადგენელი და მათი დამფინანსებელი არასამთავრობო ორგანიზაციები.
„ან ნაკლებად გამოცდილია, ასეთ შეცდომას რომ უშვებს, ან კიდევ… მავნებელი ელჩების მეტი რა ვნახეთ? იმედი მაქვს, არც ერთია და არც მეორე და ამას უბრალოდ გაუგებრობა დავარქვათ. ჯობია, შეხვდე გახსნილად, დასამალი თუ არაფერი გაქვს, პირადად, სახლში რატომ უნდა მიიღო რადიკალების წარმომადგენელი და მათი დამფინანსებელი არასამთავრობო ორგანიზაციები? ბუნებრივია, აქ არის გარკვეული კითხვის ნიშნები და იმედი მაქვს, მომავალში ყველა ელჩი თავის დიპლომატიურ მისწრაფებებში დარჩება“, – განაცხადა ზარქუამ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს