“ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოში რევოლუციების მხარდაჭერა, მაგრამ არსებობენ ძალები, რომლებიც, უარყოფითად მოქმედებენ ევროპულ ბიუროკრატიაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე” - ირაკლი კობახიძე
არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არსებობს გარკვეული ძალები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ევროპულ ბიუროკრატიაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე.
„არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა. მაგალითად, სულ ბოლო, ოთხ ოქტომბერს საქართველოში მომხდარი გადატრიალების მცდელობამდე, როდესაც ოპოზიცია ცდილობდა ძალადობრივად შეჭრილიყო პრეზიდენტის შენობაში, ევროკომისიის ოფიციალურმა სპიკერმა, პრესსპიკერმა მხარი დაუჭირა ამ აქციას სახელწოდებით „მშვიდობიანი გადატრიალება“. ასე რომ, ეს არის ფაქტები. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოში რევოლუციების მხარდაჭერა, მაგრამ არსებობს გარკვეული ძალები, რომლებიც სამწუხაროდ უარყოფითად მოქმედებენ ევროპულ ბიუროკრატიაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე“.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პირდაპირ დაუჭირა მხარი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციას და მკაფიო განცხადებები გააკეთა ოპოზიციის მხარდასაჭერად.
„ჩვენ გვაქვს ამ ტიპის განცხადებების ვიდეოჩანაწერები. ასევე, გვაქვს საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებების ვიდეოჩანაწერები, რომელიც პირდაპირ გამოხატავდა მხარდაჭერას. როდესაც დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პირდაპირ დაუჭირა მხარი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციას. მან ძალიან მკაფიო განცხადებები გააკეთა ოპოზიციის მხარდასაჭერად და მმართველი პარტიის წინააღმდეგ. და შეესაბამება ეს დემოკრატიულ პრინციპებს? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ვხედავთ ამ ტიპის მოვლენებს, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიულ ღირებულებებს ევროკავშირში. ეს არის ნაბიჯები, რომლებიც ევროპულმა ბიუროკრატიამ გადადგა და იმედია, შეიცვლება დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და გახდება უფრო სამართლიანი”.
გარდა ამისა, როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობაა მზადაა აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან.
„ჩვენ ვამბობთ, პირადად მე რამდენჯერმე აღვნიშნე, რომ მზად ვართ, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ახალი ფურცლიდან, ძალიან მკაფიო და კონკრეტული გეგმით. წინა ადმინისტრაცია უკიდურესად აგრესიული იყო ქართველი ხალხისა და შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიმართ. ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, შეჩერებულიყო სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან პრეზიდენტ ტრამპის არჩევის შემდეგ. ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე. კიდევ ერთხელ, ჩვენს ინტერესებშია შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ჩვენ მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად შეშფოთებულები ვართ იმით, რომ სანქციები არ არის მოხსნილი და რომ აშშ-ის მხრიდან, ზოგადად, ერთგვარი დუმილია საქართველოსთან დაკავშირებით. გარკვეულწილად შეშფოთებულები ვართ, მაგრამ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ჩვენი შეთავაზება მაგიდაზეა. ჩვენი შეთავაზება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაა და მომავალშიც მოთმინებით დაველოდებით მათ პასუხს“.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა