"საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
საქართველომ ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების მხრივ მცირე პროგრესს მიაღწია, - ამის შესახებ საქართველოს შესახებ ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიშშია ნათქვამი.
„საქართველო საშუალოდ მომზადებულია და ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების მხრივ მცირე პროგრესს მიაღწია. ხელისუფლების მოქმედებების კურსმა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებამ ბიზნესისთვის გაურკვევლობა შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ზრდა კვლავ ძლიერი დარჩა, არსებობს რისკები, რომლებიც პოლიტიკურ არასტაბილურობასა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს უკავშირდება. მაკროეკონომიკური პოლიტიკა სათანადო იყო. მიუხედავად, შრომის ბაზარზე მდგომაროების გაუმჯობესებისა, სტრუქტურული სისუსტეები კვლავ გამოსასწორებელია“, - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, „საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა“.
„ზრდას ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ასევე ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მაღალკვალიფიციურმა მიგრანტებმა და უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ რუსეთიდან ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ. 2024 წელს მშპ-ს ზრდამ 9.4%-ს მიაღწია“, - აღნიშნულია ანგარიშში.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"