"მჯერა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ნდობასა და მხარდაჭერას ეფუძნება, მომავალშიც განაგრძობს განვითარებასა და გაფართოებას"
მჯერა, ჩვენი თანამშრომლობა, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ნდობასა და მხარდაჭერას ეფუძნება, მომავალშიც განაგრძობს განვითარებასა და გაფართოებას ჩვენი ხალხების სასარგებლოდ", - ასე მიულიცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
ილჰამ ალიევმა იმ კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. მეზობელი ქვეყნის პირველი პირი ასევე ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას.
"აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობები, ჩვენი ხალხის ნებიდან გამომდინარეობს, რომლებიც ისტორიულად მეგობრულ და კეთილმეზობლურ პირობებში ცხოვრობდნენ. კმაყოფილების მიზეზია მაღალი დონის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, რომელიც ასეთ მტკიცე ნიადაგს ეფუძნება. მჯერა, ჩვენი თანამშრომლობა, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ნდობასა და მხარდაჭერას ეფუძნება, მომავალშიც განაგრძობს განვითარებასა და გაფართოებას, ჩვენი ხალხების სასარგებლოდ. ამ შესანიშნავ დღეს გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას საქმეში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – კეთილდღეობასა და აყვავებას ვუსურვებ“, – წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.
მილოცვა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი