“არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად, მთავრობის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა და მთავრობის ყველა აქტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის” - ირაკლი კობახიძე
არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად, მთავრობის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა და მთავრობის ყველა აქტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ინფრასტრუქტურის მინისტრს და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შეიქმნას ახალი პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის ხარისხიანად განხორციელებას. მთავრობის მეთაურის განცხადებით, შედეგები უკვე ჩანს და ეს შედეგები კიდევ მეტად გამოჩნდება.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ რევაზ სოხაძეს გადავუხადო მადლობა იმ საქმიანობისთვის, რომელიც იქნა დღემდე გაწეული, იმისათვის, რომ გამოსწორდეს პრობლემური პროექტები და ასევე იმისათვის, რომ შეიქმნას ახალი პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის ხარისხიანად განხორციელებას. შედეგები უკვე ჩანს და ეს შედეგები კიდევ მეტად გამოჩნდება. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ამ საკითხის მნიშვნელობას და აღვნიშნო, რომ არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყანაში კორუფციის აღმოსაფხვრელად. მთავრობის საქმიანობა სრულად გამჭვირვალეა და მთავრობის ყველა აქტი ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის შესაბამისად, თუ ვინმე რაიმე ნიშანს დაინახავს მანკიერების, ნებისმიერ აქტში, შეუძლიათ მოგვმართონ კითხვებით და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. მომავალშიც ასე გამჭვირვალედ გავაგრძელებთ მუშაობას”.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა