“ნებისმიერი დემოკრატიის ვალდებულებაა რეაქცია რადიკალიზმზე” – შალვა პაპუაშვილი
“ნებისმიერი დემოკრატიის ვალდებულებაა რეაქცია რადიკალიზმზე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუკი სამი პარტია, რომელთან დაკავშირებითაც მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, აიკრძალება, ამის შედეგი იქნება ქართული პოლიტიკის დერადიკალიზაცია”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა.
„როდესაც ნებისმიერ დემოკრატიაში არის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არიან რადიკალიზმის, კონსტიტუციური წყობილების დამხობის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის ფლაგმანები, ნებისმიერი დემოკრატიის ვალდებულებაა, როგორც თავდაცვისუნარიანმა დემოკრატიამ ამგვარი რადიკალური პარტიების მიერ დემოკრატიული სივრცით სარგებლობა შეზღუდოს. ამიტომ, ნებისმიერი დემოკრატიის ვალდებულებაა რეაქცია რადიკალიზმზე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუკი ეს სამი პარტია, რომელთან დაკავშირებითაც მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, აიკრძალება, ამის შედეგი იქნება დერადიკალიზაცია ქართული პოლიტიკის და ეს იქნება შესაძლებლობა, რომ შეიქმნას დემოკრატიული სივრცე იმისთვის, რომ ყველა აზრი, იდეა, გამოთქმული იქნეს დემოკრატიული სივრცის შესაბამისი სახით და არა რადიკალური, ექსტრემისტული და ვხედავთ ჩვენ, მათ შორის, ტერორისტული მიდრეკილებების მქონე ჯგუფებისგან“.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს