,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბევრი ადამიანი იმსხვერპლა"- გურამ მაჭარაშვილი
,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბევრი ადამიანი იმსხვერპლა, მაგრამ საბედნიეროდ, ცოცხლად დარჩენილი მოწმეები არიან, რომლებიც ექვსი თვის განმავლობაში მსოფლიოს იმ სისასტიკეს აცნობდნენ, რასაც ეს რეჟიმი სჩადიოდა,“- ამის შესახებ
„ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მაღალი ხარისხის მტკიცებულებებია, მათ შორის ისეთი, რაც ამ პოლიტიკური ძალის გაუქმების საფუძველი იქნება.
„ამ რეჟიმმა ბევრი ადამიანი იმსხვერპლა, მაგრამ საბედნიეროდ, ცოცხლად დარჩენილი მოწმეები არიან, რომლებიც ექვსი თვის განმავლობაში მსოფლიოს იმ სისასტიკეს აცნობდნენ, რასაც ეს რეჟიმი სჩადიოდა. პოლიტიკური დევნა თუ ის არის, რომ ამ რეჟიმის მიერ არის გარდაცვლილი ადამიანი, დარეკეტებული ბიზნესი, რა თქმა უნდა, ამას არავინ დაიჯერებს. ამ დასკვნაში მაღალი ხარისხის მტკიცებულებებია, მათ შორის ისეთი, რაც ამ პოლიტიკური ძალის გაუქმების საფუძველი იქნება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა