,,რუსთაველზე პროტესტი აუცილებელია, მაგრამ, ვხედავთ, შედეგზე არ არის ორიენტირებული"- გია ხუხაშვილი
,,სანამ საზოგადოებაში არ გამოჩნდებიან ლიდერები, რომლებსაც ხელისუფლების მიმართ არსებული კრიტიკული დამოკიდებულების კონსოლიდაციისა და კაპიტალიზაციის უნარი არ ექნებათ, იმ ვითარებაში ვიქნებით, რომელშიც ვართ''- აცხადებს გია ხუხაშვილი.
მისი აზრით საქართველოში პოლიტიკური პროცესი გაჩერებულია და საერთოდ არ არსებობს.
,,პერმანენტული პროტესტი , რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, კარგია რომ ამ მოძრაობას თან ახლავს, ძალაშია ის განცდა, რომ ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ პროტესტი საკმაოდ სერიოზულია. მაგრამ, პრობლემა გახლავთ,, იმაში რომ ნებისმიერი პროტესტი არ უნდა იქცეს ერთგვარ ჩაკეტილ სისტემად.
ჩვენ ვხედავთ რომ ერთი და იგივე ადამიანები მუდმივად აპროტესტებენ რუსთაველზე და არ აძლევენ ხელისუფლებას დაწყნარების საშუალებას. ჩაკეტილი მდგომარეობიდან პროტესტის გამოყვანა, ვგულისხმობ რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საზოგადოების სხვა ნაწილის მიერთება არ ხდება.
ეს იმიტომ არ ხდება, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ საპროტესტო მოძრაობაში არიან ჩართული, ჩემი აზრით, რუსთაველზე საპროტესტო აქციების აქტივისტები ნაკლებად ზრუნავენ იმაზე, რომ მოხდეს საპროტესტო მოძრაობის კაპიტალიზაცია, რაც მხოლოდ, საზოგადოების კონსოლიდაციას შეიძლება მოჰყვეს. არ ხდება პროტესტის სტრუქტურირება, მიზნის დასახვა. ტელევიზორთან მსხდომი კრიტიკულად განწყობილი ადამიანი ვერ ხედავს საბოლოო ჯამში გამოსავალს. გამოსავალია ხელისუფლების ცვლილება და ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნება. ადამიანები უყურებენ ტელევიზორს და ვერ ხედავენ ლიდერებს, რომლებსაც აქვთ მწყობრი გეგმა და შეუძლაით ამ პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა. რუსთაველზე პროტესტი აუცილებელია, მაგრამ, ვხედავთ, შედეგზე არ არის ორიენტირებული, ის ილუზია რომ სისტემა ჩამოიშლება, ტყუილი მოლოდინებია.
ვართ ღრმა კრიზისში, საზოგადოებაში არის ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილება და პროტესტი, გამოდის რომ ჩვენ არა მხოლოდ არალეგიტიმური ხელისუფლება გვყავს, არამედ ოპოზიციაც. ამის გამოა რომ პოლიტიკური პროცესი პრაქტიკუალდ გაჩერებულია და იგი უბრალოდ, არ არსებობს.
სანამ საზოგადოებაში არ გამოჩნდებიან ლიდერები, რომლებსაც ხელისუფლების მიმართ არსებული კრიტიკული დამოკიდებულების კონსოლიდაციისა და კაპიტალიზაციის უნარი არ ექნებათ, იმ ვითარებაში ვიქნებით, რომელშიც ვართ".
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა