"საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის შთამბეჭდავი დაცემა" - BBC ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის შთამბეჭდავი დაცემა, რომელსაც ბრალად საკუთარ ბინაში 6.5 მილიონი დოლარის შენახვა ედება, - აღნიშნული სათაურით სტატიას BBC-ი აქვეყნებს.
„საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით სასამართლოში წარდგა. ეს ვითარების შოკისმომგვრელი ცვლილებაა საქართველოს დე-ფაქტო ლიდერის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოკავშირისთვის. მან კორუფციის ბრალდებებში დანაშაული აღიარა, რაც 12 წლით პატიმრობას ითვალისწინებს. მას 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდეს“, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის თანახმად, „ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ყოფილი მთავრობის წარმომადგენლების დაკავებების სერიაში უახლეს შემთხვევას წარმოადგენს“.
„თუმცა, ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმე საქართველოს მმართველი ელიტის მაღალი რანგის წევრის წინააღმდეგ აღძრული პირველი პროცესია და ეს მმართველი პარტიის მიერ დასავლეთისგან დაშორებით, ავტორიტარული კურსის აღების ფონზე ხდება“, - აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემა წერს, რომ „აღნიშნული კორუფციის საქმე დრამატულ დაცემას წარმოადგენს პოლიტიკოსისთვის, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე, 2011 წლამდე ივანიშვილის კომპანიებში მუშაობდა“.
„2014 წელს მან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი. თუმცა, ის ბოლო წლებში საქართველოს ევროკავშირიდან დაშორებას ხელმძღვანელობდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან ახლო კავშირები დაამყარა და აცხადებდა, რომ უკრაინაში ომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნატო-ს გაფართოება იყო“, - წერია სტატიაში.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე