“რამდენიმე ადამიანი ვერ გადაკეტავს გზას, რუსთაველის გამზირის გადაკეტვა არაფერს კარგს არ იძლევა” - ლევან იოსელიანი
რამდენიმე ადამიანი ვერ გადაკეტავს გზას, არცერთ ქვეყანაში ამის უფლებას არ მისცემენ, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობა – ამის შესახებ, საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსთაველის გამზირის გადაკეტვა არაფერს კარგს არ იძლევა.
“გზა იკეტება იმ შემთხვევაში, თუ არის ამისთვის საკმარისი რაოდენობის ადამიანი. მთელი ამ 300 დღის მანძილზე, ჩვენ ვადევნებდით თვალყურს დღეებს, როდესაც იყო საკმარისი რაოდენობის ადამიანი და იკეტებოდა გზა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ამ ადამიანების რაოდენობა არ იყო იმისთვის შესაბამისი, რომ გზა გადაკეტილიყო, თუმცა ეს მაინც ხდებოდა.
მთავარი მოთხოვნა არის რუსთაველის გამზირის გადაკეტვა და ეს არის 1 წლის მანძილზე ადამიანების რაღაც ჯგუფის აკვიატება, ეს არაფერს კარგს არ იძლევა. რა თქმა უნდა, არცერთი ადამიანის დაკავებას არ მივესალმები და უმჯობესია, რომ ეს ყველაფერი დაკავებებისა და ჯარიმების გარეშე დასრულდეს. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობა, რომ რამდენიმე ადამიანმა შეიძლება გადაკეტოს გზა, ეს ყველგან ასეა – რამდენიმე ადამიანი ვერ გადაკეტავს გზას, არცერთ ქვეყანაში ამის უფლებას არ მისცემენ".
მისივე თქმით, ადამიანების სიმცირის გამო გზის გადაკეტვა რომ არ შეიძლება ამას ამბობს საერთაშორისო კანონმდებლობა, ამას ამბობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები და ამას ამბობს საქართველოს კანონმდებლობა.
„ყველაზე მეტად იცით, ვისზე ვბრაზდები? – აი, იმ მომწოდებლებზე, ვინც მოუწოდებენ ამ ქუჩის გადაკეტვისკენ და თვითონ არც ერთი ჯარიმა არ მიუღიათ, არც ერთხელ არ გადაუკეტიათ, არც ერთი დღე ციხეში არ გაუტარებიათ, ოღონდ, სხვისი ხელით ნარის გლეჯას ძალიან კარგად ახერხებენ“.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა