“პეტერ ფიშერის ჩარევა შიდა პროცესებში ყველანაირი დიპლომატიური სტანდარტის დარღვევა იყო” – წილოსანი
“პეტერ ფიშერის ჩარევა შიდა პროცესებში ყველანაირი დიპლომატიური სტანდარტის დარღვევა იყო”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი განმარტებით, კითხვებს, რომლებსაც დიდი ხანია, მმართველი გუნდი სვამს, უკვე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც სვამენ.
“გერმანიის ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ საკუთარ ხელისუფლებას კითხვით მიმართა საქართველოში წამოსული დაფინანსების მიზნობრიობის თაობაზე. როცა მიუკერძოებელი ადამიანი დაინტერესდება, კარგად ნახავს, რომ საკმაოდ საეჭვო ვითარებასა და პროექტებში იდებოდა კეთილშობილური თანხები. ის რადიკალიზმი, რომელსაც ქუჩაში ვხედავთ, დიდწილად უცხოური დაფინანსებით იყო გამოკვებილი. ის, რომ გერმანიის ელჩის საქმიანობის ფონზე კითხვები გერმანიაში გაუჩნდათ, ალბათ, ლოგიკურია, საქართველოში გერმანიიდან წამოსული დაფინანსება მოიკითხონ. კითხვებზე, რომლებზეც ჩვენ პასუხები ვერ გავიგეთ, იქნებ, საკუთარ ქვეყანაში მაინც უპასუხონ.
პეტერ ფიშერის ჩარევა შიდა პროცესებში ყველანაირი დიპლომატიური სტანდარტის დარღვევა იყო. რა თქმა უნდა, ვინც საქართველოშია, ამ ქვეყნის პატივისცემას უნდა გამოხატავდეს. ეს დიპლომატი გარკვეულ საკითხებს მიკერძოებულად სახავდა, მათ შორის ჩართული იყო რადიკალურ აქტივობებში. პირდაპირი და მიკერძოებული კავშირი იყო რადიკალ პოლიტიკოსთან, ვგულისხმობ იმას, რომ პეტერ ფიშერი ხაზარაძის მდგმური იყო. ეს კითხვებს ტოვებს, რატომ რჩებოდა ხაზარაძის მდგმურად“.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე