“ლუქსემბურგში გამართული შეხვედრა ხელიდან გაშვებული შანსი იყო, ევროკომისრებს და მინისტრებს 4 ოქტომბერს მომხდარი შტურმი დაეგმოთ” - შალვა პაპუაშვილი
ლუქსემბურგში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსი იყო, ევროკომისრებს და მინისტრებს 4 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი დაეგმოთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ბრიუსელმა „უარი თქვას ძალადობის, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღის წახალისებაზე“.
„გუშინ, ლუქსემბურგში გამართული საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შანსი იყო, ევროკომისრებს და მინისტრებს 4 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი დაეგმოთ. ნაცვლად ამისა კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ცრუ ნარატივებით თავდასხმა ქართველ ხალხზე.
მოძალადეებისთვის ხელის დაფარება ძალადობის გამართლებაა, ძალადობის გამართლება კი, შემდგომი ძალადობის წახალისება.
ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს ფუძემდებლურ ევროპული ღირებულებებს და უარი თქვას ძალადობის, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღის წახალისებაზე“.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს