“ქალბატონი ლომჯარია მოუწოდებდა სხვებს გზის გადაკეტვაზე და თვითონ ტროტუარს არ ჩაცილებულა, ესეც საინტერესო მომენტია – როგორ წირავენ ადამიანებს სასჯელისთვის” – პაპუაშვილი
“ქალბატონი ლომჯარია მოუწოდებდა სხვებს გზის გადაკეტვაზე და თვითონ ტროტუარს არ ჩაცილებულა, ესეც საინტერესო მომენტია – როგორ წირავენ ადამიანებს სასჯელისთვის ის ხალხი, რომელიც პირდაპირ კონტაქტები არიან უცხო ძალების და უცხო დაკვეთის გამჟღერებლები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმმა განმარტა, დაკვეთა გარედან მოდის.
“ჩვენ ვიხილეთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც ასევე გადაკეტა გზა და იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე. ის შემთხვევით კი არ მივიდა, ეს იყო ნიშანი და დავალების გაზიარება, რომ უნდა შეუქმნან თბილისის მოსახლეობას ამგვარი დისკომფორტი. ამ დავალებას ასრულებენ. ესაა პარადოქსი. მზად არიან, ციხეშიც წავიდნენ, ოღონდ უცხოელების დავალება შეასრულონ. სამწუხარო რეალობაა, რასაც ვაკვირდებით ამ ჯგუფების სახით, რომლებსაც ყველანაირი კავშირი ეროვნულ ინტერესთან, ქვეყანასთან დაკარგული აქვთ. იყურებიან გარედან, ვინ რას ეტყვის.
მივიდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, აჩვენა ამით, რომ აქ უნდა იდგეთ და გადაკეტოთ და არ დაემორჩილოთ კანონს. არადა, თვითონ ჰელსინკში ხალხს იჭერენ ამის გამო, როცა გზებს კეტავენ. 50 ადამიანი დაიჭირეს ამის გამო და ჩვენთან თვითონ გადაკეტა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გზა. ასე რომ, როგორც აქამდე იყო სრულად გარედან მართული ეს პროცესი, თავის დაწყებიდან და მიმდინარეობით. მათ შორის, ვიხილეთ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი, როგორ ორკესტრირებულად იყო გარედან მხარდაჭერილი. შტურმის პარალელურად მიდიოდა მხარდამჭერი განცხადებები ევროპარლამენტარებისგან, თუ სხვადასხვა პოლიტიკოსებისგან. ეს ქვეყნის გადატრიალების გარედან დაწერილი და მართული გეგმა იყო, რომელიც ჩაიშალა. ქალბატონი ლომჯარია მოუწოდებდა სხვებს გზის გადაკეტვაზე და თვითონ ტროტუარს არ ჩაცილებულა. ესეც საინტერესო მომენტია, როგორ წირავენ ადამიანებს სასჯელისთვის ის ხალხი, რომელიც პირდაპირ კონტაქტები არიან უცხო ძალების და უცხო დაკვეთის გამჟღერებლები“.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა